ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს

დღეს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები - ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 10-მდე აქტივისტია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.

სამმართველოსთან ციალა ქათამიძე დააკავეს, რომელიც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. მისი დაკავების შემდეგ ვაჟა დარჩია დაიჭირეს, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.

აქციის მონაწილეები ახლაც ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან, ხოლო აქცია გრძელდება.