ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევა სარიტუალო დარბაზში, ქორწილის დროს მოხდა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.