ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის აპარატები მწყობრიდან გამოვიდა

ბათუმში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის აპარატები მწყობრიდან გამოვიდა

ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, 43-ე საარჩევნო უბანზე ხმის მთვლელი აპარატები მწყობრიდან გამოვიდა. როგორც ადგილიდან ფორმულას ჟურნალისტი ყვება, მოქალაქეებს ერთი საათის განმავლობაში ლოდინი მოუწიათ.

ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, შეფერხება 5-7 წუთი იყო.

"ჩვეულებრივი უშუალო ხარვეზი იყო, მანქანებია, რომლებსაც დროდადრო გადატვირთვა სჭირდება. გადაიტვირთა და ჩვეულებრივად მუშაობს", - აღნიშნა მან.