ბათუმში ხანძარი იყო. შემთხვევა ბესიკის ქუჩაზე მოხდა.
ხანძარი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
საჭირო გახდა მაშველების დახმარებაც. ადგილზე სახანძრო სამსახური და სამედიცინო ბრიგადები იყო მობილიზებული.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.