ბათუმში, ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმის იაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
12 მარტს ბათუმში, არდაგანის ტაბასთან ბატუტი ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ბავშვი.
ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე ერთი ადამიანი დააკავა. უწყების ცნობით, ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.