ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს.

მათი ცნობით, ერთი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორემ კი სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.