ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც იყო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების გაღიზიანება ფარული სატელეფონო ზარების საკითხის წამოწევამ გამოიწვია. ოპოზიციის წევრები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების დაშინებასა და შანტაჟში ქართული ოცნების გუნდს ადანაშაულებენ. ბრალდებებს ოცნება ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს.
"ქართულ ოცნებას ეს არაფერში არ სჭირდება, არც არგებს. რაში სჭირდება, როდესაც ყველანაირი წინასწარი გამოკითხვით ქართულ ოცნებას უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს", - ამბობს საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი.
"გადასულია ქართული ოცნება ყველა უკადრებელზე, რასაც კადრულობს, სინდისი და ნამუსი არ აქვთ დარჩენილი. საკუთარი თავის კომფორტის გარდა არაფერი არ აინტერესებთ", - თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ.