ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი მკვლეობის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი მკვლეობის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

შსს აცხადებს, რომ დღეს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში თურქეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს.

ირკვევა, რომ დაკავებულებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.

2003 წელს დაბადებულ ა.ე.-ს ბრალად განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება ედება, ხოლო 1998 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს, დანაშაულის შეუტყობინებლობა და საზღვრის უკანონო კვეთა.

ორივე დაკავებულს თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

"გამოძიებით დგინდება, რომ ა.ე.-მ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 1976 წელს დაბადებულ ჰ.თ.-ს თურქეთში, დანაშაულებრივ მხარეებს შორის დაწყებული შესაძლო დაპირისპირების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ე.-ს თანხმლები მ.ჯ., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა", - წერია შსს-ის განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 376-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს.