ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დილამდე იზღუდება

ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დილამდე იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე მოძრაობა იზღუდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია.