ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უხვი ნალექის გამო, ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 38-ე კილომეტრზე, სოფელ გულებთან მეწყერი ჩამოწვა, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

"ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის აღდგენა", - წერია განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა სოფელ აქუცაზე გამავალ გზაზე იქნება შესაძლებელი.