ბასი: საქართველოს ხელისუფლება გადადის ევროატლანტიკური გზიდან

ბასი: საქართველოს ხელისუფლება გადადის ევროატლანტიკური გზიდან
ჯონ ბასი 14.05.24 03:13

საქართველოს ხელისუფლება გადადის თავისი ევროატლანტიკური გზიდან, რაც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი. შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ყოველთვის გვერდში დაუდგება.

წერს X-ზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი.