ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა

ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა

CNN-ის ცნობით, ბახმუტთან საბრძოლო დავალების შესრულების დროს 6 უკრაინელი პილოტი დაიღუპა.

მედია მე-18 არმიის საავიაციო ბრიგადის სპიკერზე, იგორ სიკორსკიზე დაყრდნობით წერს, რომ ექვსივე პილოტს ოფიცრის წოდება ჰქონდა - ის მომხდარის დეტალებს უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე არ ასახელებს.

უკრაინულ მედიას კი წყარო ეუბნება, რომ დონეცკის ოლქში გაურკვეველ ვითარებაში ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მათი ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

უკრაინსკა პრავდას ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე 6 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე მუხლით, რაც ფრენის წესების დარღვევას გულისხმობს.