ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი დაასახელა. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.
დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
მანამდე, 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა პერიოდში, ის ამერიკის ელჩი იყო ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.
დანიგენი კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის ელჩი საქართველოში 2020 წლის იანვრიდანაა.