ბაიდენმა 19 ადამიანი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა - მათ შორის კლინტონი, სოროსი, ვინტური

ბაიდენმა 19 ადამიანი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა - მათ შორის კლინტონი, სოროსი, ვინტური

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

მათ შორის არიან ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, დიზაინერი რალფ ლორენი, ფეხბურთელი ლიონელ მესი, ღია საზოგადოების ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, მსახიობი დენზელ ვაშინგტონი, ამერიკული Vogue -ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, U2-ის სოლისტი ბონო.

დაჯილდოების ცერემონია 4 იანვარს თეთრ სახლში გაიმართა.

თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივია.

თეთრი სახლის ცნობით, ის გადაეცემა ადამიანებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების კეთილდღეობის, ღირებულებების თუ უსაფრთხოების, მსოფლიო მშვიდობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი თუ კერძო მცდელობებისთვის.