აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, რომ ის არ დამარცხდეს.
ამის შესახებ მან მერების შეკრებაზე ისაუბრა. ბაიდენის თქმით, უკრაინის მიტოვებას ახლა მძიმე შედეგები მოჰყვება.
"თუ ჩვენ ახლა წავალთ, რუსეთი კი შეძლებს, გაუძლოს წნეხს, როგორ გგონიათ, რა მოხდება ბალკანეთის ქვეყნებში?", - იკითხა ბაიდენმა გამოსვლისას.
უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა კონგრესში რესპუბლიკელებმა დაბლოკეს, რომლებიც მექსიკის საზღვართან უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის დაწესებას ითხოვდნენ. პარასკევს, ბაიდენმა შეთანხმებას ხელი მოაწერა. თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში, უკრაინის დახმარების საკითხიც გადაწყდება.