ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეექვსე ცხედარი იპოვეს.
მეხანძრე-მაშველები ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებას", - წერია შსს-ის განცხადებაში.
ჯამში სტიქიურ უბედურებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის მაშველებო დაკარგულ სამ ადამიანს ეძებენ.
უხვი ნალექის გამო გვიან ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს.