ბაღდათის სოფელ როკითში უბედური შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი ინფო იმერეთის ცნობით, კაცი კაშხალთან ანკესით თევზაობდა, რა დროსაც მას დენმა დაარტყა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.