ბაგებში კაცს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სცემეს

ბაგებში კაცს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სცემეს

თბილისში კაცს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სცემეს. შემთხვევა ბაგებში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კაცს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ.

ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.