ბაჩიაშვილი კრედიტ სუისზე: თუკი რამე ძალები იყო ჩარეული, ყველა ივანიშვილის სასარგებლოდ იყო

მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა საერთოდ კრედიტ სუისში თანხის გაფლანგვა - ივანიშვილის მხარეს ყოველ შემთხვევაში. კრედიტ სუისში არ ვიცი როდის აღმოაჩინეს...მქონდა ყველა დეტალი ამ საქმის გარშემო და ვიყავი მთავარი მოწმე ორივე სასამართლოში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის მე ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ საქმეს... ეს საქმე ბოლომდე ისე მივუყვანე, რომ ყველა სასამართლოში ყველა პუნქტი, რომელზეც ჰქონდა ნაჩივლები, დააკმაყოფილა სასამართლომ. ბერმუდამაც და სინგაპურმაც... მე არ დავეთანხმე იმ სიგიჟეში, თითქოს რაღაც გარე ძალები იყო ჩარეული მის და კრედიტ სვისის საქმეში, თუკი რამე ძალები იყო ჩარეული მის და კრედიტ სუისის საქმეში, ყველა ძალა იყო ივანიშვილის სასარგებლოდ, რადგან აბსოლუტურად ყველა სასამართლო მოგებული გვაქვს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კრედიტ სუისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტია. იურისტების არმიაც ჰყავთ და მაგათ ყველაზე კარგად იციან, როგორ გაწელონ საქმეები. მოსამართლემ ამის გამო გააკრიტიკა კიდეც, მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე ამაში ჩარეული იყო, არის უბრალოდ სიგიჟე.

განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილიმა ტვ პირველის ეთერში.