პუტინის მმართველობის მოდელს აშენებს 12 წელი, აბა ევროპულ მოდელს ხომ არ აშენებს. ის საუბრობდა ბევრს ევროპაზე და დასავლურ ღირებულებებზე მაგრამ თუ დააკვირდები იმ ქცევას, 12 წელი წმენდდა მთელ ხელისუფლებას და თავის პარტიას ნებისმიერი პროდასავლური ადამიანისგან. დამისახლეთ დღეს ერთი მართლა პროდასავლური პიროვნება მის გარემოცვაში. შესაბამისად ის მეთოდურად, 12 წელი ამას აკეთებდა. იმას აკეთებდა, რომ აც ერთი თავმოყვარე დასავლური ორგანიზაცია და კომპანია აღარ შემოდის ინვესტორად საქართველოში. ბევრს საუბრობდა იმაზე, თუ აი წინა ხელისუფლების პირობებში მთელ იმპორტს ეჯდა რაღაც კომპანიები და ასე შემდეგ, და ელექტროენერგიის ყველა კილოვატიდან თითო გადახდილი ლარიდან ამდენი თეთრი მიდიოდა ვიღაცის ჯიბეში, გამოვიდეს და გამჭვირვალედ დაასახელოს. შემოდის ამდენი იმპორტი დენის და გაზის, ისევ ის კომპანიებია, პირდაპირ არც დენს და არც გაზს ჩვენი სახელმწიფო არ ყიდულობს. თქვას მაშინ ის შუამავალი კომპანიები რა კომპანიებია. სად მიდის ის ფული. გაჭირვებული კაცი დენს რომ იხდის. ღიად აჩვენოს საქართველოს მოსახლეობას დენის იმპორტი რომ შემოდის, თანხები სად და ვისთან მიდის. ჩემს გარემოცვაში რომ არ ილექება ეს ფული, დანარჩენზე ამომრჩეველმა და ხალხმა გააკეთოს დასკვნა. დღეს ჩვენს ქვეყანაში პრემიერი პრემიერი არაა და მინისტრი მინისტრი არაა. არც ინვესტიცია, არც პროექტი არ ხდება იმ არხების გავლით, როგორც უნდა ხდებოდეს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.