ბაჩიაშვილი: ივანიშვილი ექიმებს აწერინებდა, ფრენა არ შეიძლებაო, სასამართლოში რომ არ მისულიყო

მე ველოდები, როდის წარდგება ამ შენობაში ჩემ წინაშე ივანიშვილი, რომ მისი პირადად აქ ყოფნის დროს დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი არის მისი ფაბრიკაცია. ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი, მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის, არც სინგაპურის სასამართლოში [არ მიდიოდა], მან ყველაფერი იღონა, ექიმებს ცნობები აწერინა, ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მე მასთან ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე შვეიცარიაში, ოღონდ იქ არ მისულიყო და არ გამოჩენილიყო იმ სასამართლო პროცესებშიც, რომელშიც ის მართალი იყო. შესაბამისად, აქაც დარწმუნებული ვარ, პროკურორიც და ივანიშვილის ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაროდ, სასამართლო ვერაფერს ვერ იზამს და დაემორჩილება ივანიშვილის ნებას.

თქვა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა მის სასამართლო პროცესზე. პროკურატურა მას დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება.