ბაჩიაშვილი: გლობალური ომის პარტიაზე სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა წერილებს, მე შემომთავაზეს

ჩემ თვალწინ ითხზვებოდა გლობალური ომის პარტიის ნარატივი და სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას, ჩემთან იყო შეთავაზება, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც ცხადია, მე უარი ვუთხარი იმიტომ, რომ ივანიშვილის საქმეებში არსად არანაირი გლობალური ომის პარტიის და საერთოდ არანაირი გარე ძალის კვალი არ იმჩნეოდა და ჩვენ ყველა საქმე მოვიგეთ ყველა სასამართლოში. თუ კი რამე პარტია, ან გარე ძალა იყო ამაში ჩართული გამოდის, რომ ივანიშვილის მხარეზე იყო ის ძალა ჩართული იმიტომ, რომ ყველა სასამართლო მოვიგეთ.

თქვა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველთან. დღეს ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროკურატურა მას ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.