პირველად ვამბობ საჯაროდ, რომ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს პირადად არც კი ვიცნობდი, კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანი დახმარება აღმოვუჩინე - როდესაც ქართუ ბანკში შესული იყო დროებითი მართველი და მას დაყადაღებული ჰქონდა ყველაფერი. საერთოდ ფინანსებზე წვდომა არ ჰქონდა, რომ განეხორციელებინა საარჩევნო კამპანია. მაშინ მას პირადი რისკის ფასად დავეხმარე, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ სრულად დაეფინანსებინა არჩევნები. მაშინ მე მტკიცე სამოქალაქო პოზიცია მქონდა და ვთვლიდი, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, ამიტომ დავეხმარე მას. მე ამისთვის არაფერი მომითხოვია - არც გასამჯელო, არაფერი. იმ დროს საქართველოს სჭირდებოდა ცვლილებები.
დღესაც, ჩემი სამოქალაქო პოციზიაა, რომ საქართველოში აუცილებელია ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილება და ასეთ დროს გაჩუმება შენი თავისა და ქვეყნის ღალატია, რასაც საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.