შაბათის ფორმულა აგრძელებს 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას და მომხდარზე ახალ საეჭვო გარემოებებს წარმოგიდგენთ. ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის პირველი გამომძიებელი, პოლიციის პოლკოვნიკი სერგო შუბითიძე მხილებას აგრძელებს და ძალოვანი უწყების იმ მაღალჩინოსნების გვარებს ასახელებს, ვინც იცოდა რომ პროპგრამისტის ცხედრის პოვნის დღეს, მას ახალგაზრდა ქალის მობილური ტელეფონი ლუქთან ერთად მიუტანეს და თავიდან დალუქვა მოსთხოვეს. 2020 წლის 23 ივლისს, გამომძიებლის კაბინეტში, თეთრიწყაროს პოლიციის დეტექტივი ბაჩალიაშვილის ტელეფონით მივიდა და მას მოსთხოვა მთავარი ნივთმტკიცება, რომელსაც ლუქი უკვე ახსნილი ჰქონდა, თავიდან დაელუქა. ელგუჯა აპუაშვილმა შუბითიძეს ისიც უთხრა, რომ იმ კანონდარღვევის შესახებ, რასაც მისგან ითხოვდა, ინფორმირებული იყო ხელმძღვანელობა. ნახეთ სერგო შუბითიძის ახალი ინტერვიუ შაბათის ფორმულაში.