აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო

აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო

რუსულმა ავიაკომპანია აზიმუტმა თბილისის მიმართულებით ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რეისები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

აზიმუტი თბილისისკენ რუსეთის კიდევ ოთხი ქალაქიდან, მოსკოვიდან მირერალნიე-ვოვიდან, სოჭიდან და უფადან დაფრინავს.

სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს ამ დრომდე Georgian Airway-ს (კვირაში სამჯერ) და რუსული Red Wing (კვირაში ორჯერ) ახორციელებდნენ.

აზიმუტმა საქართველოში ფრენები 17 მაისიდან დაიწყო.