აზერბაიჯანის სუს-მა "ვაგნერის" 2 აზერბაიჯანელი წევრი დააკავა

აზერბაიჯანის სუს-მა "ვაგნერის" 2 აზერბაიჯანელი წევრი დააკავა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" ორი აზერბაიჯანელი წევრი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულ ამილ რამიზ ოღლუ ალიევსა და ისმაილ ბულუდხან ოღლუ ჰასანოვს აზერბაიჯანსა და მის საზღვრებს მიღმა არაერთი სხვადასხვა დანაშაული აქვთ ჩადენილი.

Azernews წერს, რომ ისინი საზღვარგარეთ განზრახ მკვლელობისა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იყვნენ გასამართლებულნი. საპატიმროში ყოფნისას ისინი პირადად ამოარჩია "ვაგნერის" ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა.

მათივე ინფორმაციით, ისინი მუშაობდნენ სხვა აზერბაიჯანელი მოქალაქეების წაქეზებაზე ქვეყნის გარეთ მსგავსი ქმედებების ჩადენისკენ.

სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა.