
აზერბაიჯანის პარლამენტის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარის, რამიდ ნამაზოვის განცხადებით, რომ 2025 წლის თებერვალში ქვეყანაზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთი იდგა.
კერძოდ, ნამაზოვის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 თებერვალს აზერბაიჯანული მედიის წინააღმდეგ მიტანილი კიბერშეტევა APT29 ჯგუფმა განახორციელა. ეს ჯგუფი ასევე ცნობილია "Cozy Bear"- ის სახელით და დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზღვევასთან.
"APT29-ის საქმიანობა, რომელიც კიბერ ჯაშუშურ ეწევა, ძირითადად მიმართულია სამთავრობო უწყებების, უცხოური დიპლომატიური მისიების, ასევე პოლიტიკის, თავდაცვის, ენერგეტიკის, მედიისა და სხვა კრიტიკული სფეროების წინააღმდეგ", - თქვა მან.
ნამაზოვი კიბერშეტევის მიზეზად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 3 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს. საუბარია კანონის დარღვევების გამო ბაქოში რუსეთის სახლის დახურვასა და რუსული რადიო "სპუტნიკის" აზერბაიჯანული ფილიალის დახურვაზე.