აზერბაიჯანი: არ ვცნობთ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს

აზერბაიჯანი: არ ვცნობთ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და მის შედეგებს არ ცნობენ.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. "საპარლამენტო არჩევნებს" და მათ შედეგებს", - ნათქვამია განცხადებაში.