ავტოსაგზაო შემთხვევას საგარეჯოში ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია სკოლის შვიდი მოსწავლე.
შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც, ის ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მოათავსეს.
ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.