რუსთავში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზასთან ახლოს მდგომ ქალს დაეჯახა.
დაშავებული რუსთავის კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.