ავსტრალია უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს

ავსტრალია უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს

ავსტრალია უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას გეგმავს - ეს ქვეყნის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შესაბამისი განცხადება ვიცეპრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს მართვად რაკეტებს და ანტისაჰაერო თავდაცვის რაკეტებს, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალებს და სპეციალურ აღჭურვილობას სამხედროებისთვის.