ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს იწყებს

TAV Georgia-ს ინფორმაციით, უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით, ბოინგ 737 800 - ით შეასრულებს. Air China 902 საჰაერო ხომალდით 186 ქვეყანაში ოპერირებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდა.