ავღანეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ დაზუსტებული არ არის.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი.

გარდა ამისა, დატბორილია 2 000-ზე მეტი მაღაზია.

გასულ კვირას კიდევ ერთი წყალდიდობა მოხდა, რის შედეგადაც 315 ადამიანი დაიღუპა, 1600-ზე მეტი კი დაშავდა.