ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა.

"საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება", - აცხადებენ პრესსამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგ რუსეთში სამუშაო ვიზიტს გააგრძელებს.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტის" დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

2019 წელს ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. მაშინ ბჟანია და მისი თანაგუნდელები მიიჩნევდნენ, რომ ის მოწამლეს. 2020 წლის ე.წ. არჩევნების წინ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ის სასწრაფოდ სოჭში გადაიყვანეს. პოლიტიკოსი მედიკამენტური კომაში უყო და კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. აფხაზეთის ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტრომ უარყო მოწამვლის შესახებ შეტყობინება, ბჟანიას დიაგნოზის შესახებ კი განაცხადა: "ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია".

2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.