აშშ უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ გუშინ მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 300 მილიონი დოლარის გამოყოფას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს თანხები განცალკევებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან და დახმარების გამოყოფა ცალკე განიხილებოდა.

დემოკრატები შიშობენ, რომ კანონპროექტების ცალ-ცალკე განხილვას რუსული პროპაგანდა სათავისოდ გამოიყენებს.

"რუსებს კარგად ეხერხებათ პროპაგანდა. წარმოაჩენენ ისე, თითქოს ამერიკა უარს ამბობს უკრაინის მიმართ თავის ვალდებულებების შესრულებაზე", - თქვა დემოკრატმა ადამ სმიტმა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა.

ამასთანავე, აშშ-ის სენატი შეთანხმდა მოკლევადიანი ბიუჯეტის რეზოლუციის ალტერნატიულ პროექტზე, რომელიც მრავალ საკითხთან ერთად მოიცავს უკრაინისთვის 6,1$ მილიარდის გამოყოფას, რომლიდანაც 4,5 მილიარდი თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება, ხოლო 1.6 - ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.