აშშ უკრაინას დამატებით $350 მილიონიან დახმარებას გამოუყოფს

აშშ უკრაინას დამატებით $350 მილიონიან დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 350 მილიონ დოლარიან დახმარებას გამოუყოფს.

დახმარების ახალი პაკეტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

დახმარება მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ებისა და ჰაუბიცებისთვის, რომლებსაც უკრაინა თავდაცვისთვის იყენებს; HARM-ის რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და საბრძოლო მასალას ბრედლის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის.

ბლინკენის განცხადებით, დახმარება უკრაინაში სწრაფად გაიგზავნება.

სახელმწიფო მდივანმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.