აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის მოცულობაც $325 მილიონია. ბაიდენმა ამის შესახებ თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დახმარების ახალი პაკეტი არ ითვალისწინებს ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს (ATACMS), რასაც უკრაინა ითხოვდა.
უკრაინას მიაწვდიან 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, მათ შორის DPICM კასეტა ჭურვებს; Avenger-ის საზენიტო სისტემებს; AIM-9M რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის; ტყვიამფრქვევები დრონების ჩამოგდებისთვის; Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და ა.შ.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ Abrams-ის პირველი ტანკები უკრაინაში მომდევნო კვირას ჩავა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავიდა. ხუთშაბათს ვაშინგტონში მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა.
თავდაპირველად ის კაპიტოლიუმში იმყოფებოდა, სადაც სენატორებს შეხვდა. ზელენსკი ასევე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკარტის. მაკარტიმ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აიღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას კენჭისყრაზე გაიტანოს უკრაინის დახმარების პაკეტი, რომლის მოცულობაც $24 მილიარდია.
ამასთან, ზელენსკი ეწვია პენტაგონში 11 სექტემბრის მემორიალს და თავდაცვის მდივანს შეხვდა.
ამის შემდეგ ზელენსკი უკრაინის პირველ ლედისთან ერთად გაემგზავრა თეთრ სახლში. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის, თავის მხრივ ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.