უკრაინამ ნიჟნი-ნოვგოროდში ავიაკოსმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ ნიჟნი-ნოვგოროდში ავიაკოსმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა

11 აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე ორ სამრეწველო ობიექტზე, მათ შორის სანქციების ქვეშ მყოფ არზამასის ავიაკოსმოსურ ქარხანაზე, რომელიც სამხედრო ტექნიკისთვის ოპტიკურ, ელექტრონულ და ნავიგაციურ სისტემებს აწარმოებს.

გუბერნატორ გლებ ნიკიტინის ინფორმაციით, თავდასხმამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და ორი დაშავდა.

აფეთქებების ხმები ასევე ისმოდა ახლომდებარე ძერჟინსკში. არზამასი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 759 კილომეტრში მდებარეობს.