
"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაეროში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა, Belta ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ნიუ-იორკში გამართულ მოლაპარაკებებზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების გზები განიხილეს.
"მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის თანაბარი, პატივისცემით გამსჭვალული, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობისადმი დაინტერესება, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება. ასევე, განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის არაერთი საკითხი და ცალკე შეჩერდნენ თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე“, - წერს გამოცემა.
გამოცემა წერს, რომ მაქსიმ რიჟენკოვმა ბოჭორიშვილს ადგილობრივ არჩევნების წარმატებით ჩატარება უსურვა.