აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ეს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას აგრძელებს. დღეს მინდა, 400 მილიონი დოლარის საპრეზიდენტო დახმარების პაკეტი გამოვაცხადო, საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღებისთვის"- თქვა ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში დღეს დილით ჩავიდა.