აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

აშშ-ში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის ვოლოდიმირ ზელენსკისთან კამათის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები გაიმართა.

ასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ბოსტონში უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად. უკრაინის ათობით მხარდამჭერი შეიკრიბა თეთრ სახლთანაც.

უკრაინის მხარდამჭერი პლაკატები და უკრაინის დროშები ეკავათ აქციის მონაწილეებს ვერმონტის ერთ-ერთი სათხილამურო კურორტისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა.

ამერიკული მედიის ცნობით, დემონსტრაციის გამო ვენს და მის ოჯახს სხვა ადგილას გადასვლა მოუწიათ.