აშშ-ის ტენესის შტატში ტორნადოს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვეპლა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
ამასთან, დაშავებულია 23 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად განადგურდა შენობები და ათიათასობით ადგილობრივი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
"სამწუხარო დღეა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის, ვინც დაშავდა და საყვარელი ადამიანები დაკარგა", - განაცხადა ქალაქის მერმა.