
აშშ-ში, ტენესის შტატში, ქალაქ ტულაჰომაში, 8 ივნისს მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი ქალაქ ნეშვილიდან დაახლოებით 60 მილით სამხრეთით, კოფის საგრაფოში მოხდა.
თვითმფრინავში დაახლოებით 16–20 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო სხვებს ადგილზე უწევენ დახმარებას, — განაცხადა ტენესის გზატკეცილების საპატრულო სამსახურმა სოციალური ქსელების მეშვეობით.
დაღუპულები არ არიან, თუმცა არიან მსუბუქად დაშავებულები, — განაცხადა ქალაქ ტულაჰომას წარმომადგენელმა ლაილ რასელმა.
პირველადი ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი პარაშუტისტებისთვის იყო განკუთვნილი.