აშშ-მა უკრაინას დამატებით 325 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით 325 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას მორიგი დახმარების პაკეტი გამოუყო - მისი მოცულობა 325 მილიონი დოლარი იქნება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა.

ახალი პაკეტი მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას, მათ შორის HIMARS-ის საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკის სისტემებს, მცირე იარაღს, ლოგისტიკური მხარდაჭერის მანქანებს და სხვა დახმარებას, რომელიც აუცილებელია ბრძოლის ველზე უკრაინელი მებრძოლების გასაძლიერებლად.

ბლინკენის განცხადებით, სანამ რუსეთი თავისივე წამოწყებულ ომს არ დაასრულებს, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.