ამერიკამ, მის სამხედრო ბაზებზე დრონების თავდასხმის საპასუხოდ, სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ავრცელებს.
ოსტინის თქმით, დარტყმები აღმოსავლეთ სირიაში 2 ობიექტზე განხორციელდა, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
"ამერიკა არ ილტვის კონფლიქტისკენ, არ აქვს გეგმა და არც სურვილი მიიღოს მონაწილეობა მომდევნო სამხედრო მოქმედებებში, მაგრამ ეს თავდასხმები ამერიკულ ძალებზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ირანს სურს თავის კვალი დაფაროს ამ თავდასხმებში", - თქვა ოსტინმა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ცნობები სირიასა და ირანში ამერიკის სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესახებ პერიოდულად ვრცელდება. ასე მაგალითად 19 ოქტომბერს სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დრონებით თავს დაესხნენ. თავდასხმა მოხდა ალ-ტანფსა და ასევე სხვა ამერიკულ ბაზაზე - კონოკოში. ამასთან, ერაყში შეერთებულმა შტატებმა სამი დრონი ჩამოაგდო.