ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სერბეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის დირექტორს ალექსანდრ ვულინს სანქციები დაუწესა.
პრორუსულად განწყობილ ვულინს ბრალი დასდეს თავისი პოზიციის ბოროტად გამოყენებაში მოსკოვის მავნე ქმედებების მხარდასაჭერად.
"მან გამოიყენა თავისი საჯარო პოზიციები რუსეთის მხარდასაჭერად, ხელი შეუწყო რუსეთის მავნე ქმედებებს, რომლებიც ამცირებენ დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - ნათქვამია ამერიკის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაში.
გარდა ამისა, გამოცემა Reuters იუწყება, რომ ვულინის მიმართ სანქციები დაწესდა იარაღის უკანონო გადაზიდვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირის გამო.
აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა რუსეთის მიმართ ვულინის პოზიციის გამო და არა დანაშაულის ჩადენისთვის.