აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა

აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა

აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის ფედერალური გრანტი შეუწყვიტა. უწყების განცხადებით, უნივერსიტეტმა ვერ შეძლო ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სათანადო აღმოფხვრა კამპუსზე.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო კვირებში ჰარვარდისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების გრანტები და კონტრაქტები ან გაყინა, ან სრულად გააუქმა.

თეთრი სახლის შეფასებით, ამერიკული აკადემია „ანტიამერიკულმა, მარქსისტულმა და რადიკალურ მემარცხენე იდეოლოგიებმა მოიცვა“.