აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო

პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეერთებულმა შტატებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ რეზოლუციას ვეტო დაადო. 13-მა ქვეყანამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წარადგინა და "დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა" მოითხოვა, ასევე, "მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება" და "ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა".

მოგვიანებით აშშ პალესტინის ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს - გაეროში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა პარასკევს "სამწუხარო დღე" უწოდა და თქვა, რომ "მათ, ვინც რეალობას ვერ ხედავენ", მალე მოუწევთ საზოგადოების მხრიდან ზეწოლაზე რეაგირება.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყანამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რეზოლუცია არ გმობდა 7 ოქტომბერს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჰამასის მიერ ჩადენილ სისასტიკეებს.