აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის 85-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ აშშ, სავარაუდოდ, უფრო ფართომასშტაბიან დატყმებს განახორციელებს ირანის სამხედრო ობიექტებზე.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს, რომ ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების წინააღმდეგ დატყმები განახორციელა.
"სამხედრო ძალებმა 85-ზე მეტი სამხედრო სამიზნე გაანადგურეს. მათ შორის სამეთაურო და საკოტროლო პუნქტები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტები, უპილოტო საჰაერო ხომალდების საცავები, ლოგისტიკა და საბრძოლო მასალები", - ნათქვამია განცხადებაში.
28 იანვარს, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.
ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.