შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ სირიაში ბოლო რამდენიმე კვირაში მესამედ იარაღის შესანახ ობიექტზე იერიში მიიტანა. პენტაგონის ინფორმაციით, ობიექტს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი (IRGC) და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, სამიზნეები იყო სირიის ქალაქებთან, აბუ-კამალსა და მაიადინთან მდებარე საწვრთნელი ობიექტი და კონსპირაციული ბინა.
ლოიდ ოსტინის თანახმად, ეს დარტყმები იყო პასუხი თავდასხმებზე სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. ამ შეტევის ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.
ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის გამო დაძაბულობის მატებასთან ერთად, ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ერაყსა და სირიაში ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე 40-ჯერ დაესხნენ თავს. ორმოცდახუთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.